დედოფლიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი გიული ყოჩიაშვილი

воскресенье, 3 сентября 2017 г.



                    რიცხვები   მართავენ   მსოფლიოს      

რიცხვების გარეშე წარმოუდგენელია ადამიანების ცხოვრება, მეცნიერების, ვაჭრობის, მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, მედიცინის, განათლების, სატრანსპორტო და სხვადასხვა დარგების განვითარება. მათემატიკური აღმოჩენების გარეშე ვერ მოხერხდებოდა რაკეტების გაშვება კოსმოსში, ატომური ელექტროსადგურების მუშაობა და თანამედროვე ძლიერ განვითარებული ციფრული ტექნიკის მიღწევები.
საიდან და როგორ გაჩნდა ციფრი,რიცხვი? როგორია მათი წარმოშობის და განვითარების ისტორია?ერთი, ორი, სამი... ამ სიტყვებით ვაღებთ რიცხვთა სამყაროს კარს. მოგზაურობა ამ სამყაროსჰი მეტად მიმზიდველი და რომანტიკულია.   გარეგნულად ცივი, უფერული რიცხვები ახლოს გაცნობისას გვწვავენ შინაგანი ცეცხლით, გვხიბლავენ თავიანტი მრავალფეროვნებით. იყო დრო, როცა როცხვებს აღმერტებდნენ, თაყვანს სცემდნენ და მაგიურ ძალას მიაწერდნენ. რიცხვებს ყოფენ კეთილ და ბოროტ, ბედნიერებისა და უბედურების მომტან, ადამიანის ბედის წარმმარტველ რიცხვებად.   ცნობილმა მატემატიკოსმა და ფილოსოფოსმა პითაგორამ მე-6 საუკუნეში ჩამოაყალიბა რელიგიურ ფილოსოფიური კავშირი. ეს კავშირი პითაგორას სახელს ატარებს.
   პითაგორელების აზრით, სამყაროს მართავენ რიცხვები. დიახ, პითაგორელების აზრით, ბუნებაში ყველაფერი ჰარმონიულია, ცაც კი ჰარმონიაა და რიცხვია, -ასკვნიდნენ ისინი. მათი აზრით, რიცხვები იყოფა 2 ჯგუფად : კეთილ და ბოროტ, ბედნიერებისა და უბედურების მომტანად, ნათელ და ბნელ რიცხვებად.

     პითაგორელების აზრით, რიცხვი 1 ყველა რიცხვის საწყისია. იგი რიცხვტა შორის ყველაზე მაღლა დააყენეს.     რელიგიურად “ 1” ღვთის რიცხვია, რადგან სამყაროში ღმერთი ერთადერთიაო.     “2” საწყისია სიმრავლის. ადამიანებისთვის მოაქვს სიყვარული, ქორწინება, კავშირი, გამარჯვება, მაგრამ “2” მთლიანად სრულყოფილი არ იყო, რადგან თვით სიYვარული, ქორწინებაც შეიძლება დროებითი ყოფილიყო.     “3”- პითაგორელები სიმყარეს, სიხისტეს მიაწერდნენ. “3” სიმტკიცის სიმბოლო გახლდათ.     რიცხვში “4”- ჰარმონიული და სრულყოფილი რიცხვის “10”-ის სადუმლოა დამარხული, რადგან თუ მას მივუმატებთ მასზე ნაკლებ რიცხვებს, მივირებთ 10-. მაგ. 1+2+3+4=10     რაც შეეხება რიცხვს “5”, ამ რიცხვზე პითაგორელების გამონათქვამები ვერ ვნახეტ, სამაგიეროდ გვახსოვს, რომ სკოლაში წარმატების ნიშანი იყო “5”.     “6” _ ბერძენი მათემატიკოსები დიდ პატივს სცემდნენ. პითაგორელებისთვის ეს რიცხვი მისტიკურია. ამასთან               1*2*3=6             1+2+3=6     “7” რელიგიურად ღვთაებრივი რიცხვია. მეშვიდე დღე ღვთის დასვენების დღედაა გამოცხადებული. “7”-თან ბევრი რამაა დაკავშირებული: 7 დღე კვირაში, მსოფლიოს 7 საოცრება, დიდი დათვისა და პატარა დათვის თანავარსკვლავედებში 7-7 ვარსკვლავია. ბაბილონის გოდოლი ერთმანეთზე შედგმული 7 კოშკისაგან შედგებოდა.   ძველად, როცა ექიმბაში ავადმყოფს წამალს მისცემდა, ასე დაარიგებდა : ეს წამალი 7-ჯერ შემოივლე თავზე და 7 დღის განმავლობაში ყოველდღიურად 7-7-ჯერ მიიღეო.      “8” _ პითაგორელების აზრით არასრულყოფილი რიცხვია. წარღვნის შემდგომი ადამიანები 8 ადამიანის შტამომავალნი არიან, ამიტომაა რომ თანდათან გაბატონდა ბოროტება და ძალადობა.     რიცხვთან “9” _ დაკავშირებულია გამოთქმები: ცხრათვალა მზე, ცხრა მთას იქით, ცხრაწყარო... 
  მასწ.     “ ჩვენ რატომღაც ყველაფერი ცხრა გვიყვარს,

         ცხრა მთა, ცხრა ზღვა, ცხრამუხა და ცხრაკარი,
   აგვაფრენს და ცხრა მთას იქით წაგვიყვანს,                                                ცხრათვალა მზის ცხრაფრთიანი ზღაპარი.”


     რიცხვი “10” _ ჰარმონიის სიმბოლოა, როგორც ათვლის ახალი ერთეული, .. პირველი ათეული.