დედოფლიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი გიული ყოჩიაშვილი

რეფლექსია





                            სასწავლო პროექტის რეფლექსია
სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლის VII ბ  კლასში  ერთი თვის მანძილზე  22. 11. 2022 წ. – 22. 12. 2022 წ. პერიოდის განმავლობაში განხორციელდა
სასწავლო პროექტი მათემატიკაში:  რიცხვების სამყაროში
ხელმძღვანელი:  გიულიყოჩიაშვილი
სასწავლო პროცესის საინტერესოდ წარმართვისათვის მნიშვნელოვანია პროექტებით სწავლება. პროექტი მასში მონაწილეებს საშუალებას აძლევს თავი მოუყარონ წინარე ცოდნას,  შეიძინონ ახალი, გამოავლინონ საუკეთესო უნარჩვევები.  
პროექტის მიზნებია:   1.მოსწავლემ შეძლოს ინფორმაციის მოძიება
2.გამოუმუშავდეს აზრის ჩამოყალიბება-გადმოცემის უნარი
3. შეძლოს კომუნიკაცია და თანამშრომლობა
4. დაეუფლოს 21- საუკუნის უნარ-ჩვევებს
5.გაეცნოს ძველ ქვეყნებში არსებულ არითმეტიკას,
6. გაეცნოს და გაიაზროს ის ღირებულებები და ნაკლოვანებები, რაც ჩვენი დროის ნუმერაციას ახასიათებს.
პროექტის ბოლოს მისაღწევი შედეგები: გრძელვადიანიმოსწავლეები ისწავლიან  ინფორმაციის მოძიებას, ურთიერთთანამშრომლობას, კომუნიკაციას, დამოუკიდებელ აზროვნებას და მოქმედებას.
მოკლევადიანიშეძლებენ ძველ ქვეყნებში არსებული არითმეტიკის გაცნობას,პრეზენტაციების მომზადებას და მოწყობას, თვითშეფასებას
პროექტი ეძღვნებოდა რიცხვების წარმოშობის ისტორიის გაცნობას, ნუმეროლოგიის საკითხებს, სხვადასხვა სახის რიცხვების დათვლის სისტემების გაცნობას, ჩვენი დროის ნუმერაციის ნაკლოვანებებსა და უპირატესობებს. მუშაობის პროცესში პასუხები გაეცა შემდეგ საკვანძო შეკითხვებს: 1. სად დაიწყეს პირველად ციფრებით რაოდენობების ჩაწერა?
2. რატომ უწოდებენ ინდოეთში შექმნილ ციფრებს არაბულ ციფრებსაც?
3.   როგორ აღნიშნავდნენ რიცხვებს ძველი რომაელები?
4. როგორია ქართული ანბანური ნუმერაცია?
5. რა უპირატესობა და ნაკლი გააჩნია ჩვენი დროის ნუმერაციას?
6. კიდევ რა ვიცით რიცხვების ირგვლივ?
                     პროექტში მე-6კლასის მოსწავლეთა ორმაჯგუფმა (მათემატიკოსები და ისტორიკოსები) მოიძიეს ინფორმაცია და შეისწავლეს საკითხი, საიდან წარმოიშვა სხვადასხვა რიცხვი, როგორ ისწავლა ადამიანმა თვლა და ანგარიში, როგორია ჩვენი დროის ნუმერაცია, მისი ღირსება და ნაკლოვანება. მოამზადეს პრეზენტაციები ამ თემასთან დაკავშირებით და გამართეს პრეზენტაცია დამსწრე საზოგადოებასთან ერთად ამ საინტერესო თემის ირგვლივ.
მუშაობის პროცესში ვხელმძღვანელობდი ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი სტანდარტით.
მუხლი 7. ეროვნული სასწავლო გეგმის  სწავლა-სწავლების მიზნები
ეროვნული სასწავლო გეგმის სწავლა-სწავლების მიზნებია მოსწავლეს განუვითაროს შემდეგი გამჭოლი უნარები და ღირებულებები:
კრიტიკული აზროვნება
ფაქტების, წარმოდგენების, მოსაზრებების კრიტიკულად განხილვა და გაანალიზება;
შეკითხვების ჩამოყალიბება და მათზე პასუხისძიება;
არგუმენტირებულად მსჯელობა, ანუ საკუთარი მოსაზრებების დასაბუთება შესაფერისი არგუმენტების, მაგალითების მოყვანით; გონივრული არჩევანის გაკეთება და მისი დასაბუთება.
კომუნიკაცია
განცდილის,ნააზრევის მიტანა მსმენელამდე / მკითხველამდე, მათზე შთაბეჭდილების მოხდენა;
ინფორმაციის გაზიარება საკომუნიკაციო სიტუაციის შესაბამისი ვერბალური და არავერბალური საშუალებების გამოყენებით;
სხვისი მოსმენისა და გაგების უნარი;
პიროვნული ღირსების გააზრებისა და დაფასების უნარი.
წავლის სწავლა
დამოუკიდებლად საქმიანობა
აქტივობის / დავალების ღირებულების განსაზღვრამოსწავლემ უნდადაინახოს, რას შესძენს აქტივობის შესრულება, რა პიროვნულ თუ სოციალურ სარგებელს მოუტანს მას;
აქტივობის/დავალების დაგეგმვა - მოთხოვნათა გააზრება და მის შესასრულებლად საჭირო ცოდნის განსაზღვრა; დავალების/აქტივობის მთავარი მიზნის განსაზღვრა; სამუშაოს წარმატებით შესრულების კრიტერიუმების დადგენა; განსახორციელებლი სამუშაოს ეტაპების გამოკვეთა; იმის განჭვრეტა, თუ რა გაუადვილდება, რა გაუძნელდება, რაში დასჭირდება დახმარება; სტრატეგიების მიზანშეწონილად შერჩევა სამუშაოს თითოეული ეტაპისათვის;
სწავლის პროცესის მონიტორინგი - დაფიქრება სწავლის პროცესზე, იმ პირობების და ფაქტორების ამოცნობა, რომლებიც ხელს უწყობს ან აფერხებს წინსვლას, სათანადო ზომების მიღება წინსვლის ხელშესაწყობად; თვითშეფასება ძლიერი და სუსტი მხარების დასადგენად, სუსტი მხარეების გასაძლიერებლად გზების დასახვა;
თანამშრომლობა
სამუშაოს თანასწორად განაწილება და შესრულება ჯგუფური/გუნდური მუშაობის დროს;
მზაობა ჯგუფში/გუნდში სხვადასხვა ფუნქციის შესასრულებლად (მაგ., ლიდერის);
განსხვავებული იდეების, შეხედულებების კონსტრუქციულად განხილვა; რესურსების, მოსაზრებების, ცოდნის გაზიარება პრობლემათა ერთობლივად გადაჭრის,   გადაწყვეტილებათა ერთობლივად მიღების მიზნით.
მათემატიკა

                გეგმის მიხედვით წარიმართა სასწავლო პროცედურები პროექტის დაწყებამდე, პროექტის დაწყება და პროექტის დასრულება. ჩავატარეთ პირველი შეკრება, რომელზეც მოსწავლეებს გავაცანით პროექტის სახელწოდება, მთავარი იდეა, მიზნები, მოსალოდნელი შედეგები და განსახორციელებელი ვადა.
უნდა აღინიშნოს, რომ მოსწავლეებმა გამოავლინეს დიდი ინტერესი პროექტის მიმართ.  გამოვიყენეთ დიაგრამები, რომლებიც დაეხმარება მოსწავლეებს იმის გააზრებაში, თუ რა იციან საკითხის შესახებ, რისი ცოდნა უნდათ, რა ისწავლეს და კიდევ რაა შესასწავლი. ისინი მოსწავლეებს საშუალებას მისცემენ, რომ დაინტერესდენენ საკითხით, სანამ სიღრმისეულად შეისწავლიან მას. კლასი სურვილების გათვალისწინებით დაიყო ორ ჯგუფად (ისტორიკოსები და მათემატიკოსები), გადანაწილდა ფუნქციები, თუ რა უნდა შეესრულებინა თითოეულ ჯგუფს. მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული მათი აზრები და სურვილები.
             აღნიშნულმა საგანმანათლებლო პროექტმა გამოავლინა მოსწავლეთა დაინტერესება და წარმოაჩინა მათიუნარები (აზროვნება, მსჯელობა, თანამშრომლობა, შემოქმედებითობა. ისტის გამოყენებით შექმნეს საპრეზენტაციო სლაიდები,  ბლოგი http://ricxvebis.blogspot.com/   გადაიღეს ფოტოები, გამოუშვეს გაზეთიუცნაური რიცხვები“ , ჟურნალი,  შექმნეს ბროშურები და მოსაწვევი ბარათები პრეზენტაციაზე დასასწრებად, მოაწყეს პრეზენტაცია.  ბოლოს გაკეთდა რეფლექსია, ანუ შეფასება, თითოეულმა ჯგუფმა შეაფასა თავისი პრეზენტაცია, ეს მოხდა ურთიერთშეფასების და თვითშეფასების საფუძველზე წინასწარ შედგენილი და გაცნობილი  თვითშეფასების კრიტერიუმების მეშვეობით.
               პროექტი ყველაზე წარმატებული იყო ჯგუფების მიერ პრეზენტაციების წარმოდგენის  მომენტში, როცა მოსწავლეებმა ერთთვიანი მუშაობის შედეგები გვიჩვენეს საკუთარი ნამუშევრები, გაზეთი, ჟურნალი, სლაიდ-შოუ, ისაუბრეს პროექტის თემებზე და მოახდინეს თვითშეფასება.
პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებმა ძიების პროცესში გააანალიზეს, რომ მიზნის მისაღწევად საჭირო იყო მეტი ცოდნა, აგრეთვე სხვადასხვა საგანში მიღებული ცოდნის ურთიერთკავშირი. პროექტმა მათში გააღრმავა კვლევითიუნარჩვევები. ისტის გამოყენებამ მათ ხელი შეუწყო, რომ შეექმნათ ელექტრონული რესურსები და ეფექტურად მიეწოდებინათ დაინტერესებული საზოგადოებისათვის თავიანთი ნამუშევარი. მიღებული ცოდნა მათ დაეხმარებათ საკუთარ პროფესიასა და ყოფაცხოვრებაში, რათა იცოდნენ რიცხვების შესახებ, რომელთაც ყოველ ნაბიჯზე ვიყენებთ.
               პროექტის საგანმანათლებლო პროცესი თავისი არსით მოითხოვს მოსწავლეების მხრივ განსაკუთრებულ აქტიურობას, რაც გულისხმობს მოსწავლეების მიერ არა მხოლოდ აქტიურ მონაწილეობას განათლების მიღების პროცესში, არამედ თანატოლების სწავლის პროცესში მონაწილეობასაც. ამ მხრივ მეტად მნიშვნელოვანია მონაწილეთა ურთიერთ კომუნიკაცია, კოოპერირება და თანამშრომლობა. ამასთან, ქცევის თავისუფალი არჩევანი და დემოკრატიული პედაგოგიური გარემო მოსწავლეთა აქტივობის მოტავაციისა და სტიმულირების მნიშვნელოვანი ფაქტორია.
                დასახული მიზნების შესრულება მოხერხდა, აღნიშნულმა საგანმანათლებლო პროექტმა, როგორც სასწავლო სტრატეგიამ აამაღლა მოსწავლეთა ჩართულობა და მოტივაცია, მათ საკუთარი შესაძლებლობების გაცნობიერებისა და განვითარებისათვის მეტი სტიმული მისცა.   ამასთან ერთად, ციფრული და კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს პროექტის თემის საფუძვლიანად ათვისებას და XXI საუკუნის უნარების განვითარებას.
პროექტის ფარგლებში გამოყენებული ჯგუფური მუშაობა დაეხმარა მათ გადაწყვეტილებების შეთანხმებულად მიღებასა და თანამშრომლობის კულტურის გაუმჯობესებაში. მათ განუვითარდათ გუნდური მუშაობის, ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და ანალიზის უნარები. გაუღრმავდათ სურვილი კვლავ მიიღონ მონაწილეობა მსგავს პროექტებში. მოსწავლეთა მიერ მოძიებული მასალები საინტერესო და სასარგებლოა მოსწავლეებისათვის, მასწავლებლებისათვის და ყველა დაინტერესებული პირისათვის.
პროექტით ჩატარებული აქტივობების ანალიზისა და თვითშეფასების საფუძველზე დავასკვენი, რომ : უკეთესი იქნებოდა ყოველი აქტივობის ბოლოს მეტი ყურადღება დამეთმო მოსწავლეთა მიერ საკუთარი ქცევის რეფლექსიის პროცესისათვის, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია პიროვნული თვითგანვითარების, თვითშეფასებისა და კრიტიკული ანალიზის უნარების განვითარებისათვის;
           მსგავს პროექტებზე მუშაობისას აუცილებლად გავითვალისწინებ, რომ  ჯგუფებში მუშაობის პროცესების დაკვირვებას მეტი ყურადღების მიქცევა სჭირდება.
პროექტი შეფასდა მოსწავლეთა თვითშეფასების კითხვარის შევსებით, მასწავლებელთა და სტუმრების მიერ ზეპირსიტყვიერი შთაბეჭდილებების სახით, რომლებმაც აღნიშნეს, რომ სასწავლო პროექტი დიდად საინტერესო, ეფექტური და მამოტივირებელი აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის.
პროექტში მონაწილეობისათვის მოსწავლეები სკოლის დირექციისაგან სიგელებით დაჯილდოვდნენ .
საგანმანათლებლო პროექტის დასრულების შემდეგ, ინფორმაციის გაზიარების მიზნით, შეიქმნა პროექტის „რიცხვების სამყაროში“ ბლოგი: – https://ricxvebis.blogspot.com
გიული ყოჩიაშვილი
     

Комментариев нет:

Отправить комментарий