დედოფლიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი გიული ყოჩიაშვილი

სასწავლო პროექტი


                                                 
სასწავლო პროექტი

სასწავლო თემის ავტორი

სახელი და გვარი

გიული ყოჩიაშვილი

რაიონი

დედოფლისწყარო

სკოლა

სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლა

კლასი

VII

თემის  მონახაზი

თემის  დასახელება

რიცხვების სამყაროში

თემის შინაარსი

კლასის მოსწავლეთა ორმა ჯგუფმა (მათემატიკოსები და ისტორიკოსებიმოიძიონ 

ინფორმაცია  და შეისწავლონ საკითხისაიდან წარმოიშვა სხვადასხვა რიცხვიროგორ ისწავლა ადამიანმა თვლა და ანგარიში,როგორია ჩვენი დროის ნუმერაცია,მისი ღირსება და ნაკლოვანება.მოამზადონ პრეზენტაციები ამ თემასთან დაკავშირებით და გამართონ  პრესკონფერენცია დამსწრე საზოგადოებასთან ერთად ამ საინტერესო თემის ირგვლივ.

საგანი

მათემატიკა

დონე/კლასი

დაწყებითი საფეხური,მე - 7  კლასი

განხორციელების დროის ჩარჩო

ერთი   თვე    22. 11. 2022 .  –  22. 12. 2022 .

1.აქტივობა-  სამუშაო შეხვედრა (მომზადებისეტაპი) - 22.11.2022 

პირველ შეხვედრაზე შევთავაზებ პროექტის განხორციელების იდეასჩამოვწერთ საპროექტო თემების ჩამონათვალსმივცემ საშუალებას თვითონ შეარჩიონ მათთვის საინტერესო თემათემის შერჩევის შემდეგ პროექტზე მუშაობას გონებრივი იერიშის გამოყენებით დავიწყებთდავსვავთ თემატურ შეკითხვებს - რა ვიცით რიცხვების წარმოშობისშესახებ? გავეცანობი მოსწავლეების პასუხებს და ვთხოვკომენტარების სამუშაო რვეულში ჩანიშვნას.

2. აქტივობა -წინარე ცოდნის შემოწმება და ცოდნის გაღრმავება – 24.11.2022 .

პროექტზე მუშაობის პირველ კვირას დავგეგმავ შეხვედრას მოსწავლეთა წინარე ცოდნის შემოწმების მიზნით  „ვიცი - მინდავიცოდე-ვისწავლე„ დიაგრამარომელზეც მოსწავლეებს მივცემ შესაძლებლობას გამოიყენონ ცოდნა პრაქტიკულ სიტუაციებში რიცხვების ხვადასხვა ამოცანების ამოსახსნელად.  აქტივობის შემდეგ გადავიღებთ შესრულებული პრაქტიკული სავარჯიშოების ფოტოებსრაც მომავალში პროექტის პრეზენტაციისას გამოადგებათ.

3.აქტივობა  - შეფასების მონიტორინგის სტრატეგიების გაცნობაშეფასების რუბრიკების ჩეკლისტების მოსწავლის დამხმარის გაცნობა -  29.11.2022 .

დავარიგებ საპროექტო რუბრიკასვისაუბრებ  თითოეული დავალების შეფასების რუბრიკაზეგანვუმარტავ მოსწავლეებსრომ მოცემული რუბრიკების საშუალებით შევაფასებ მათ მუშაობას და მათემატიკური ცნებების ცოდნასგანვუმარტავრომ პროექტზე მუშაობის გასამარტივებლად მათთვის გავამზადებ ჩეკლისტებითითოეული აქტივობისათვის და ასევე საჭიროების შემთხვევაში შეეძლებათ ისარგებლონ დახმარებითვთხოვ,  თითოეულმა ჯგუფმა აწარმოოს პორტფოლიო.

4. აქტივობა - პროექტზე მუშაობის სცენარის გაცნობა  -  1.12.2022 .

მოსწავლეების ჯგუფებად დაყოფა „ისტორიკოსები“ და „ მათემატიკოსები

შევახსენებ თემატურ შეკითხვას -- რისთვისაა საჭირო რიცხვები?

როგორ გამოიყენება რიცხვები სხვადასხვა პროფესიულ საქმიანობაში ?რამდენად ამარტივებს რიცხვების ცოდნა ცხოვრებას

მოსწავლეთა ჯგუფებს ვთხოვსამუშაო დღიურში ჩაწერონ შეკითხვებზე პასუხებიპროექტზე მუშაობის სხვადასხვა ეტაპზე პერიოდულად შევაგროვებ დღიურებს.  ვთხოვ მოამზადონ თვალსაჩინო მასალა - პრეზენტაცია (powerpoint-ში), ბროშურები ,ბუკლეტები , ჟურნალიგაზეთიმოსწავლეთა ნამუშევრებს გამოვაქვეყნებთ ბლოგზე.

5.აქტივობა - ინფორმაციის შესწავლა და შეგროვება– 6.12.2022

გავმართავთ დისკუსიას მოცემულ საკითხზე ინფორმაციის მოძიების ეფექტური გზების შესახებ.  მოსწავლეებს ვთხოვგანიხილონ ინფორმაციის შეგროვების სხვადასხვა გზები და ინსტრუმენტები შეკითხვებზე შესაბამისი პასუხების გასაცემად.

მოსწავლეებს მივაწოდებ-გვერდების მისამართებსსამუშაო ფურცელს ინფორმაციის მოგროვების და ჩაწერის მიზნითსამუშაო ფურცელი მოსწავლეებს დაეხმარება დაგეგმილი პრეზენტაციებისთვის სამუშაოს ორგანიზებაში.

6. აქტივობა - საინფორმაციო ბროშურისჟურნალისა დაგაზეთის შექმნა,გამოცემა

14-15/12/2022

თითოეულ ჯგუფს ვთხოვშეაჯამონ შერჩეული აქტივობა და მოამზადონ მოკლე სტატიები საინფორმაციო ბიულეტენში გამოსაქვეყნებლადშემდეგ დაბეჭდონ ბიულეტენი და გადასცენ მოწვეულ სტუმრებსასევე გამოუშვან გაზეთი და ჟურნალი „ რიცხვების სამყაროში“.

7.აქტივობა - მოსამზადებელი პრეზენტაციების თემატიკის განსაზღვრაპრეზენტაციების შეფასების ჩეკლისტების გაცნობა  20. 12. 2022

მოსწავლეებს შევახსენებრომ მომზადებული პრეზენტაციები შემდეგ თემატურ შეკითხვებზე უნდა პასუხობდნენ:  რა არის რიცხვიციფრირით განსხვავდება რიცხვი და ციფრისად დაიწყეს პირველად ციფრებით რაოდენობებისჩაწერარატომ უწოდებენი ნდოეთში შექმნილ ციფრებს არაბულ ციფრებსაცროგორ აღნიშნავდნენ რიცხვებს ძველი რომაელები?

როგორია ქართული ანბანური ნუმერაცია?

დავეხმარები მოსწავლეებს გაავლონ პარალელები და გააკეთონ დასკვნებიდავურიგებ მოსწავლეებს საპრეზენტაციო ფორმასფასილიტაციის ნიმუშს და მივუთითებმულტიმედიურ პრეზენტაციებზე მუშაობა დაიწყონ.

8აქტივობა– ზეპირი პრეზენტაციების ჩატარება   22. 12. 2022 .

პრეზენტაციებზე მუშაობის  დასრულებისშემდეგდავყობთ ჯგუფს წყვილებადწყვილებში მოსწავლეები დაეხმარებიან ერთმანეთს პრეზენტაციების ზეპირად წარმოდგენის მომზადების პროცესშიმკვლევარის და ექსპერტის როლების შესრულების გზითბოლო დღესდავუთმობთ მოსწავლეების მიერ პრეზენტაციების წარმოდგენასპრეზენტაციების დასრულების შემდეგგანვიხილავთ შევსებულ ცხრილებს და გავაკეთებთ დასკვნებს რიცხვების გამოყენების შესახებწინასწარ შემუშავებული რუბრუკების გამოყენებით მოვახდენთ შეფასებებს.

პროექტის აქტუალურობა

პროექტი აქტუალურია, რადგან  მათემატიკაში ვიყენებთ სხვადასხვაგვარ რიცხვებს და მეექვსე კლასის მოსწავლეების ინტერესი ყოველთვის დიდია რიცხვების წარმოშობის ისტორიაზე, რომელი ქვეყნებიდან გაჩნდა პირველი რიცხვები, რატომ არის ციფრები  რომაული, არაბული და რა არის რიცხვების პოზიტიური სისტემა, ათობითი , ორობითი და სხვაუამრავ კითხვაზე პასუხის მისაღებად საჭირო გახდა ინფორმაციის მოძიება რიცხვების წარმოშობის შესახებ, შესწავლა და მოძიებული ინფორმაციის დამუშავება,რაც მოსწავლეებს განუვითარებს ინფორმაციის მოძიების,

აზრის ჩამოყალიბება - გადმოცემის, კომუნიკაციის, თანამშრომლობის, 21- საუკუნის უნარ-ჩვევებს.

თემის საფუძვლები

შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები

მუხლი 7. ეროვნული სასწავლო გეგმის  სწავლა-სწავლების მიზნები

1. ეროვნული სასწავლო გეგმის სწავლა-სწავლების მიზნებია მოსწავლეს განუვითაროს შემდეგი გამჭოლი უნარები და ღირებულებები:

კრიტიკული აზროვნება

ფაქტებისწარმოდგენებისმოსაზრებების კრიტიკულად განხილვა და გაანალიზება;

შეკითხვების ჩამოყალიბება და მათზე პასუხისძიება;

არგუმენტირებულად მსჯელობაანუ საკუთარი მოსაზრებების დასაბუთება შესაფერისი არგუმენტებისმაგალითების მოყვანითგონივრული არჩევანის გაკეთება და მისი დასაბუთება.

კომუნიკაცია

განცდილის,ნააზრევის მიტანა მსმენელამდე / მკითხველამდემათზე შთაბეჭდილების მოხდენა;

ინფორმაციის გაზიარება საკომუნიკაციო სიტუაციის შესაბამისი ვერბალური და არავერბალური საშუალებების გამოყენებით;

სხვისი მოსმენისა და გაგების უნარი;

პიროვნული ღირსების გააზრებისა და დაფასების უნარი.

სწავლის სწავლა

დამოუკიდებლად საქმიანობა

აქტივობის / დავალების ღირებულების განსაზღვრამოსწავლემ უნდადაინახოსრას შესძენს აქტივობის შესრულებარა პიროვნულ თუ სოციალურ სარგებელს მოუტანს მას;

აქტივობის/დავალების დაგეგმვა - მოთხოვნათა გააზრება და მის შესასრულებლად საჭირო ცოდნის განსაზღვრადავალების/აქტივობის მთავარი მიზნის განსაზღვრასამუშაოს წარმატებით შესრულების კრიტერიუმების დადგენაგანსახორციელებელი სამუშაოს ეტაპების გამოკვეთაიმის განჭვრეტათუ რა გაუადვილდებარა გაუძნელდებარაში დასჭირდება დახმარებასტრატეგიების მიზანშეწონილად შერჩევა სამუშაოს თითოეული ეტაპისათვის;

სწავლის პროცესის მონიტორინგი - დაფიქრება სწავლის პროცესზეიმ პირობების და ფაქტორების ამოცნობარომლებიც ხელს უწყობს ან აფერხებს წინსვლასსათანადო ზომების მიღება წინსვლის ხელშესაწყობადთვითშეფასება ძლიერი და სუსტი მხარების დასადგენადსუსტი მხარეების გასაძლიერებლად გზების დასახვა;

თანამშრომლობა

სამუშაოს თანასწორად განაწილება და შესრულება ჯგუფური/გუნდური მუშაობის დროს;

მზაობა ჯგუფში/გუნდში სხვადასხვა ფუნქციის შესასრულებლად (მაგ., ლიდერის);

განსხვავებული იდეებისშეხედულებების კონსტრუქციულად განხილვარესურსებისმოსაზრებებისცოდნის გაზიარება პრობლემათა ერთობლივად გადაჭრის,   გადაწყვეტილებათა ერთობლივად მიღების მიზნით.

მათემატიკა

მათ.VI.   1მოსწავლეს შეუძლია არაუარყოფითი რაციონალური რიცხვების გამოსახვაშედარება და დალაგება პოზიციურისისტემის გამოყენებით.

შედეგითვალსაჩინოათუმოსწავლე:

მოცემული (მაგალითადხუთიექვსიანშვიდიციფრებით ქმნის უდიდეს/უმცირეს (ხუთნიშნაექვსნიშნა ან შვიდნიშნარიცხვს;

პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები

1.მოსწავლემ შეძლოს ინფორმაციის მოძიება

2.გამოუმუშავდეს აზრის ჩამოყალიბება-გადმოცემის უნარი

3. შეძლოს კომუნიკაცია და თანამშრომლობა

4. დაეუფლოს 21- საუკუნის უნარ-ჩვევებს

5.გაეცნოს ძველ ქვეყნებში არსებულ არითმეტიკას,

6. გაეცნოს და გაიაზროს ის ღირებულებები და ნაკლოვანებებირაც ჩვენი დროის ნუმერაციას ახასიათებს.

პროექტის ბოლოს მისაღწევი შედეგებიგრძელვადიანი – მოსწავლეები ისწავლიან  ინფორმაციის მოძიებას,ურთიერთთანამშრომლობასკომუნიკაციასდამოუკიდებელ აზროვნებას და მოქმედებას

მოკლევადიანი – შეძლებენ ძველ ქვეყნებში არსებული არითმეტიკის გაცნობასპრეზენტაციების მომზადებას და მოწყობასთვითშეფასებას.

ხელის შემშლელი ფაქტორები/შესაძლო რისკები: შესაძლებელიაელექტრო ენერგიის გათიშვა პოვერ პოინტ პრეზენტაციის დროსრომელიმე პრეზენტატორი მოსწავლის არ გამოცხადება სკოლაში

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები

ზოგადი კითხვა

რისთვისაა საჭირო რიცხვები?

თემატური კითხვები

 

 

 

 

 

 

შინაარსობრივი კითხვები

 

 

 

 

 

 

რა არის ციფრი?
2.
რით განსხვავდება რიცხვი და ციფრი?
3. 
რამდენი ციფრი იცით?
4. 
რა ვიცით რიცხვების წარმოშობის შესახებ?

5. როგორ მიიღება სხვა რიცხვების სახელები?

6. რომელი პოზიციური რიცხვითი  სისტემები იცით?


1. 
სად დაიწყეს პირველად ციფრებით რაოდენობების ჩაწერა?
2.
რატომ უწოდებენ ინდოეთში შექმნილ ციფრებს არაბულ ციფრებსაც?

3.   როგორ აღნიშნავდნენ რიცხვებს ძველი რომაელები?

4. როგორია ქართული ანბანური ნუმერაცია?

5. რა უპირატესობა და ნაკლი გააჩნია ჩვენი დროის ნუმერაციას?

6. კიდევ რა ვიცით რიცხვების ირგვლივ?

შეფასების გეგმა

შეფასების დროის ჩარჩო

პროექტზე მუშაობის დაწყებამდე

მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს

პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ

1.გონებრივი იერიში

 

 

 

2.ვიცი - მინდა ვიცოდე-ვისწავლე დიაგრამა

თვალსაჩინოდდაწერილიკითხები(დაფაზე,ფლიფჩარტზე)

 

ჟურნალი

1.ჯგუფური მუშაობა

 

2. ზეპირი პრეზენტაციების წარდგენა

3.სლაიდ -შოუს ჩვენება პრეზენტაცია შესრულებული Power Point -ში

 

4.დღიურებიჟურნალი

რეფლექსიები

 

 

ურთიერთშეფასება

 

 

პრეზენტაციის გზამკვლევი.

 

სტრუქტურული

მინიშნებები

1. შეფასება

 

 

 

2. მოსწავლეთა თვით შეფასება

 

 

3.მასწავლებლის რეფლექსია

 

 

პროექტის შეფასების

რუბრიკა

 

თვითშეფასების

კრიტერიუმები

 

 

შეფასების რუბრიკა

შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი

შევაფასებთრა საბაზისო ცოდნა ჰქონდათ მოსწავლეებს პროექტის დაწყებამდე,ამისათვის გამოვიყენეთ გონებრივი იერიში,ფლიპჩარტზე თვალსაჩინოდ ჩამოწერილი საკითხების მეშვეობით გავარკვიეთ მოსწავლეთა ცოდნის დონე პროექტის თემასთან დაკავშირებით.შეფასების შედეგებზე დაყრდნობით მოსწავლეებსსაჭიროებისამებრმივეცით დამატებითი მითითებები.სანამ მოსწავლეები კვლევას ატარებდნენ არაფორმალურად შევაფასეთ ისინი კითხვარებისუკუკავშირისჟურნალის მიმოხილვის და ეპიზოდური ჩანაწერების გამოყენებით.მოსწავლეთა მიერ მასალის გაგების ხარისხის შესაფასებლად პერიოდულად დავგეგმეთ მასწავლებლის კონფერენცია ჯგუფებთან და სწავლების მიმართულების შესაბამისად დავარეგულირეთ.გამოვიყენეთ ბროშურის ქულობრივი შეფასების  და პროექტის ქულებით შეფასების  გზამკვლევირაც მოსწავლეების ბროშურაზე მუშაობის და საბოლოო პრეზენტაციის  მონიტორინგში დაეხმარა.  გავაცანით მოსწავლეებს ზეპირი პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა პრეზენტაციის უნარების შესახებ უკუკავშირის მიზნით და მივეცით მათ დრორათა უკუკავშირის დროს მიწოდებული ინფორმაცია საბოლოო პრეზენტაციაში გაეთვალისწინებინათ.ვთხოვეთ მოსწავლეებს გამოიყენონ ჯგუფური მუშაობის თვითშეფასების ფორმა და შეაფასონ თავიანთი შრომა პროექტზე მუშაობის განმავლობაში,რაც მათ მომავალში პროექტზე მუშაობის დაგეგმვაში დაეხმარება.

სხვა საკითხები

საბაზისო უნარ-ჩვევები

საინფორმაციო სივრცეში ორიენტაციისა და დამოუკიდებელი სწავლის,ანალიტიკურიშემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნებისტრანსფერისა (ერთ სიტუაციაში მიღებული ცოდნის სხვა სიტუაციაში გამოყენებისდა სხვადასხვა დისციპლინური გამოცდილების სინთეზის  უნარი.          

სასწავლო პროცედურები

პროექტის დაწყებამდე

გავაცნოთ მოსწავლეებს პროექტის თემა,მიზანი და შინაარსიგავარკვიოთ მოსწავლეთა ცოდნის დონე,რა იციან  პროექტის თემასთან დაკავშირებით.ამისთვის გამოვიყენებთ გონებრივი იერიშს,ფლიპჩარტზე ჩამოვწერთ შემდეგ კითხვებს: 1.რა არის ციფრი?2.რით განსხვავდება რიცხვი და ციფრი? 3. რამდენი ციფრი იცით? 4. რა ვიცით რიცხვების წარმოშობის შესახებ?5. რომელი რიცხვითი სისტემები იცით? 6. ორჯერ ორი ყოველთვის ოთხია?

თვითეულ კითხვაზე მოვისმენთ მოსწავლეთა პასუხებს.

გამოვიყენებთ დიაგრამებს,რომლებიც დაეხმარებია მოსწავლეებს იმის გააზრებაში,თუ რა იციან საკითხის შესახებ,რისი ცოდნა უნდათრა ისწავლეს და კიდევ რაა შესასწავლიისინი მოსწავლეებს საშუალებას მისცემენრომ დაინტერესდენენ საკითხით,სანამ სიღრმისეულად შეისწავლიან მასკლასი სურვილების გათვალისწინებით დაიყოფა ორ ჯგუფად (ისტორიკოსები და მათემატიკოსები), გადანაწილდება ფუნქციებითუ რა უნდა შეასრულოს  თითოეულმა ჯგუფმამაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული მათი აზრები და სურვილები.

პროექტის დაწყება

მოსწავლეებს ვთხოვეთ  აწარმოონ პროექტის ჟურნალი,რომელშიც იქნება ინდივიდუალური დღიურები თვითეული ჯგუფისთვისსადაც აღწერენ პროექტის მიმდინარეობისას მიღებულ ინფორმაციასპროექტის განმავლობაში განიხილავენ ჩანაწერებს რათა შევამოწმოთ გაგების დონეუზრუნველვყოთ უკუკავშირი და საჭიროებისამებრ მივცეთ მოსწავლეებს მითითებებიინფორმაციის მოძიების შემდეგ მოვაწყობთ ჯგუფურ მუშაობას,რომლის დროსაც ჯგუფები წარმოადგენენ ზეპირ პრეზენტაციებს შესრულებული სამუშაოების ირგვლივ.

ისტორიკოსთა ჯგუფმა მოიძია ინფორმაცია რიცხვების წარმოშობის ისტორიის  შესახებ როგორც ინტერნეტის საძიებო სისტემიდანშესასრულებელი სამუშაოების თანმიმდევრობა და  განსაზღვრასაჭირო რესურსებიწარმოადგინა  მოძიებული მასალაპროექტის თემასთან დაკავშირებული ფოტოსურათები,ტექსტები Google -  საძიებო სისტემიდან და ვიკიპედიიდანასევე საჭირო საიტები.Youtube -  ზე მოიძია ვიდეო ფაილები https://www.youtube.com/watch?v=UzUvQ5zW4Ws,https://www.youtube.com/watch?v=tP8YDLDCnOA,   ატვირთა ბლოგზე და ანახა დამსწრე საზოგადოებას  პროექტორის მეშვეობით. powerpoint - ში წარმოადგინა სლაიდშოუ პრეზენტაცია . შემდეგ მათემატიკოსების ჯგუფმა წარმოადგინა ზეპირი პრეზენტაცია გაწეული სამუშაოს შესახებ.დაამზადეს მოსაწვევი ბარათებიბუკლეტებიგამოუშვა გაზეთი „საოცარი რიცხვებიბლოგზე გახსნა საკუთარი გვერდიმოიძია ამოცანები ისტორიული თემატიკითმასალა ატვირთეს ბლოგზე და მოაწყეს პრესკონფერენცია.

პროექტის დასრულება

ბოლოს გაკეთდა რეფლექსიაანუ შეფასებათითოეულმა ჯგუფმა შეაფასა თავისი პრეზენტაციაეს მოხდა ურთიერთშეფასების  და თვითშეფასების საფუძველზე წინასწარ შედგენილი   და გაცნობილი მოსწავლის თვითშეფასების კრიტერიუმების მეშვეობითსლაიდშოუ შეფასდა პრეზენტაციის გზამკვლევისხოლო დღიურებიჟურნალის შეფასება სტრუქტურული მინიშნებების მეშვეობითმასწავლებელმა მოახდინა რეფლექსიარა იყო დადებითიკერძოდ როგორ დაინტერესდნენ მოსწავლეები პროექტის თემით,როგორ შეიძინეს 21 -  საუკუნის უნარ ჩვევები, ისწავლეს ინფორმაციის მოძიებადამოუკიდებელი აზროვნება და მოქმედებაგანუვითარდათ თანამშრომლობისა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევებიროგორ ჩაერთო ყველა მოსწავლე პროექტშიმოსწავლეთა შეფასება მოხდა ქულებით შეფასების რუბრიკების წინასწარ გაცნობითმასწავლებელმაც და მოსწავლეებმაც შეავსეს თვითშეფასების ფორმებირაც მათ მომავალ პროექტზე მუშაობის უკეთესად დაგეგმვაში დაეხმარება.

დიფერენცირებული სწავლება

სპეციალურისაჭიროებები

მე-7  კლასში სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლე არ ირიცხებათუმცა შესაძლებელია მოსწავლეებისათვის მათი შესაძლებლობების ფარგლებში შესაბამისი დავალებების შეთავაზება და მათი აქტიური ჩართვა პროექტშიასევე მათი დასაქმება საორგანიზაციო საკითხების მოგვარების კუთხით.

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები

მივცეთ მოსწავლეებს საშუალებარომ პროექტის განმავლობაში შესასრულებელი სამუშაოს სირთულის დონე თავად აირჩიონ.

მივცეთ მითითებები მოსწავლეს,რათა აწარმოოს პროექტის თემის სიღრმისეული კვლევა.

ნება დავრთოთ,რომ მიეხმარონ დანარჩენ მოსწავლეებს საჭიროების შემთხვევაში  სამუშაოს შესრულებაში.

სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები

ტექნოლოგია – ტექნიკა (მონიშნეთპროექტისათვისსაჭიროტექნოლოგიურიუზრუნველყოფა)

ü  ფოტოკამერა

ü  კომპიუტერი (ები)

ü  ციფრული კამერა

DVD ფლეიერი

ü  ინტერნეტკავშირი

ü  ლაზერული დისკი

ü  საბეჭდი მანქანა/პრინტერი

ü  პროექტორი

სკანერი

ტელევიზორი

VCR, ვიდეო

ვიდეოკამერა

ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.

სხვა

ტექნოლოგიაპროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )

მონაცემთა ბაზა/ცხრილები

საგამომცემლო პროგრამები

ელფოსტის პროგრამა

ენციკლოპედია კომპაქტდისკზე

ფოტო/სურათების დამუშავება

ინტერნეტძიება

მულტიმედია

ვებგვერდის შექმნა ( ბლოგი )

ვორდის პროგრამა

სხვა

ინვენტარი/მასალები

ფლიპჩარტები,მარკერები, ფლომასტერები,ქაღალდისფურცლები A4

ინტერნეტრესურსები

https://ka.wikipedia.org/

https://www.scribd.com/document/

https://infourok.ru/

https://doc4web.ru/matematika

http://travel-in-time.org/

http://school-collection.edu.ru/ история чисел

სხვა რესურსები

მოწვეული სტუმრებიმოსწავლეები სხვა ჯგუფებიდანსაზოგადოების წარმომადგენლებიმშობლები და ..










სასწავლო პროექტის შეფასების რუბრიკა

https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEh8zFxfeZWCyOuxrV24S-lVSLNNADgANkzgFA7vh7waZo-UOLQ-FDLkuORqohu348Os8vNtvnwXEULdmYLb4UoKQ-6ip6c3YYBTf3-VxZNgQmWdI4kqD8vypo4x6oFV5dDasOzPHSXbVqgv/s640/shef1.jpg

https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEg5CijPUq759Qn0X1ovTZRdp6FV32IcoSQ4wvY6jCTZ17NClzH14Tdchv8dzFfKmnYKNH2g1vZ_GfScpL4gNB-sUHX1CBfL2jMqf8WYYLlNN0GbveUU3d099JdaE2OyY-zUyAIiAliZaFhQ/s640/shef2.jpg

 

მოსწავლის თვითშეფასების სქემა

 

რა იყო პროექტში შენთვის ყველაზე საინტერესო?

რა ისწავლე ამ პროექტზე მუშაობისას?

რა გააკეთე ამ პროექტზე?

ვისთან ერთად იმუშავე?

რა გააკეთე კარგადრა იყო შენი წარმატების მიზეზი?

რა ვერ გააკეთე კარგად?რა იყო შენი წარუმატებლობის მიზეზი?

 

გიული   ყოჩიაშვილი

                                                                                                

Комментариев нет:

Отправить комментарий